saqarTvelos mRvimeebi - saqajiis mRvime

 

კარსტული მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მესამე ბალდის ჩრდილოეთით. ასხის კირქვულ პლატოზე, მდინარე ჩერის აუზში, ზღვის დონიდან 320 მ. გამომუშავებულია ეოცენურ შრეებრივ კირქვებში. წარმოადგენს 40-45 მ. სიგრძის აღმავალ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა 2 მ. სიგანე 7 მ. სიღრმეში განიერდება. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მცირე ზომის სტალაქტიტები, სტალაგმიტები; მექანიკურიდან ლოდები. ჰავა დინამიურია, ზოგადად მშრალი, თუმცა ჩერის ვოკლუზებში წყალდიდობის დროს მღვიმიდან წყალი გამოედინება.